პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტში, ლონდონში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გასულ წელს, პოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო.
"საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 სხდომა, 10 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ასპექტი.
ევროკავშირი ცალსახად მიესალმება იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ მიაღწია. შევეხეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც. ევროპარლამენტარების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გასულ წელს, პოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო,"- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.