გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აგრარული მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამაში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა.
"ჩვენი უწყება მზად არის სოციალურად დაუცველების დასაქმების ფარგლებში, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები რაც ერთის მხრივ მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებრივი საქმიანობის ჩართვისთვის და მეორე მხრივ შემოსავლების მიღებისთვის,"-აცხადებს ოთარ შამუგია.