პარლამენტი 4 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავს. განხილვის მერე, სავარაუდოდ დღესვე, კენჭისყრა უნდა დაიწყოს. ამ წუთებში დეპუტატები ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მსჯელობენ.
განცხადება ტრიბუნიდან გააკეთა თავად პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ, მისი განცხადებით, ვერანაირი გადაწყვეტილება მათ მიზანს ვერ დააზიანებს.
"ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, არც შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. პირიქით, გააძლიერებს მოტივაციას იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
"არასაპატიო გაცდენები ითვლება უფლებამოსილების მოხსნის საფუძვლად. დამტკიცებული დანაშაულის, თუნდაც ხანდაზმულის გამო, უნდა გავუშვათ თუ არა. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კი. სასამართლოს ფუნქციას ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ, იმიტომ, რომ არც ასეთია ცივილიზებული სამყაროს პრაქტიკაში. ყველაფერს ისეთს როგორ იძახით, რომელიც თანამედროვე სამყაროში არც იურისპრუდენციაში წერია და არც პოლიტიკურ ლოგიკაში,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.