16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
უკრაინა და საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - NATO-ში აშშ-ის ელჩი

ნატოში აშშ-ის ელჩის, ჯულიან სმიტის განცხადებით, უკრაინა და საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და მხარს უჭერენ საქართველო-უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"უკრაინა და საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. მნიშვნელოვნია ის ფაქტი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს კარი ღიაა. მზად ვართ რუსეთთან ვისაუბროთ შეიარაღების კონტროლზე, თუმცა რუსეთი არ არის ის, ვისთანაც ღია კარის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოლიტიკისადმი ერთგულებას. გასული ზაფხული კი მნიშვნელოვანი ხაზგასმა იყო იმისა, თუ რამდენად მტკიცეა ჩვენი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი," - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა.

დღის ამბები