პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ის ამ პროცესს არ ეთანხმება:
"დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.