16 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია - ის თანამდებობაზე ისევ 6 თვით განწესდება

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. კალანდარიშვილმა დეპუტატთა 2/3-ის  მხარდაჭერა პირველი კენჭისყრის დროს ვერ მოიპოვა, რის გამოც მის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე მეორედ უყარეს კენჭი.

რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, ის თანამდებობაზე 5 წლის ნაცვლად, 6 თვით განმწესდება.

მეორე კენჭისყრის გამო პარლამენტმა ასევე ექვსი თვის ვადით აირჩია ცესკო-ს წევრობის კანდიდატები – მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

დღის ამბები