16 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრებენ.

უწყების პირველი პირები საერთო თავდაცვით ღონისძიებებზე უნდა შეთანხმდნენ.

მინისტერიალის მეორე დღეს შედგება შეხვედრა საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან. ალიანსი ღიად აფიქსირებს, რომ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში მისთვის პრიორიტეტულად რჩება.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის განსაკუთრებით უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები. 

"როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, ის მოუთმენლად ელოდება ამ შეხვედრას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და იმ კოორდინაციას, რომელიც ნატოს აქვს ჩვენს ქვეყანასთან," - აცხადებს ირაკლი ბერაია. 

დღის ამბები