ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას - ჩანაწერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშია გაკეთებული.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულობისკენ.
ევროპარლამენტი, ასევე, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.