16 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ მათი გაერთიანებული კანდიდატი ვიყო - ბადრი ჯაფარიძე

”ლელო” ორი აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძეს ასახელებს. 

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მისი კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს, ხოლო რომელია ეს პარტიები, კონსულტაციების შემდეგ განაცხადებენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბრძოლა აუცილებელია. შეგუება იმ ვითარებისადმი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩამოაყალიბა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ამიტომ, ამ ბრძოლას აქვს აზრი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ გაერთიანებული კანდიდატი ვიყო ოპოზიციური პარტიების, - ყველა ოპოზიციური პარტიის, შესაძლოა, არა, მაგრამ რიგი ოპოზიციური პარტიების. შეხვედრების შემდგომ მოგახსენებთ ამ პარტიებთან დაკავშირებით,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები