16 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება იმიტომ, რომ "ლელომ" ვერა და ვერ ისწავლა კოლეგიალური ქცევა - ალეკო ელისაშვილი

ვინ დაუჭერს მხარს "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრისას - ოპოზიციური პარტიების ნაწილი მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

ერთ-ერთია "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კოორდინირებულად მიიღებენ, კონსულტაციების შემდეგ.

"გადაწყვეტილება იქნება ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და, განსაკუთრებით, "ლელოსთან" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა. ასევე, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, ჩვენს პარტიაშიც. ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს გუშინ მანდატი და ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ბრძოლის გაგრძელება და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ასევე აჩვენოს ერთიანი ფრონტი,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი გარკვევით ამბობს, რომ მათი პარტიისთვის "ლელოს" თამაშის წესები მიუღებელია და ისინი რუსთავში საკუთარ კანდიდატს წარადგენენ. "დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება, იმიტომ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ "ლელომ" ვერა და ვერ ისწავლა კოლეგიალური ქცევა. გუშინდელი პრესკონფერენცია იყო მიუღებელი, რომ მოგვინიშნეს ტერიტორია, რომ იცით რა, საერთო კანდიდატი იქნება ბადრი ჯაფარიძე და მიდით, დაუჭირეთ მხარი. ასეთი რამ ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ თამაშის ამ წესებს არ ვიღებთ,"-აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პარლამენტის მანდატი უმრავლესობამ გაუუქმა, აპირებს აპრილში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და კენჭი რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები