16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
საუბრობენ გაყალბდაო და, როგორც ხედავთ, მეორედ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას - ირაკლი ზარქუა ბადრი ჯაფარიძეზე

"დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა "ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, კენჭი იყაროს 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გამართულად და სამართლიანად ტარდება.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გაყალბდა და ა.შ. როგორც ხედავთ, მეორედ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ე.ი. მიუთითებს, რომ ისინი აღიარებენ და სწორია, რომ აღიარებენ ამ სამართლიან საარჩევნო სისტემას. კი ბატონო, აგერ ბურთი და მოედანი, რუსთაველების წინაშე წარდგებიან და დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს,"-აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც პარლამენტის მანდატი უმრავლესობამ გაუუქმა, აპირებს აპრილში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და კენჭი რუსთავის მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს.
ამავე თემაზე
დღის ამბები