ხმაური იყო კასპში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავდა. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა პროდუქტებზე ფასების ზრდა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებთან "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეები მივიდნენ. ხმაური სწორედ მათ სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი ითხოვს დაპირებების შესრულებას, ტარიფების განახევრებას დაკავშირებით. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკშვილის განთავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები.
კასპის გარდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია ოზურგეთსა და სამტრედიაში გამართა.