16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის ირგვლივ - რას ითხოვს "ლელო"

ოპოზიციის გაერთიანება მისი კანდიდატურის ირგვლივ, ბადრი ჯაფარიძისთვის ახლა პოლიტიკური სტრატეგიის მთავარი ნაწილია. "ლელოს" ლიდერისთვის ეს არის გზა, რომელიც რუსთავის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებასთან ერთად, სადეპუტატო მანდატის კიდევ ერთხელ მოპოვების შანსია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან შეთანხმების მიღწევაში ის დარწმუნებულია, თუმცა ისიც იცის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მხარდაჭერაზე უარს ეტყვის.

რუსთავისა და გარდაბნის შუალედურ არჩევნებში, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დასახელებამ ცვლილებები შეიტანა სხვა ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში. მათ, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღოთ მონაწილეობა, პოზიცია შეცვალეს. გეგმებს გადახედეს "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ისინი "ლელოს" ცენტრალურ ოფისში კონსულტაციისთვის მივიდნენ.

ექნება თუ არა ბადრი ჯაფარიძეს ოპოზიციის სრული მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი არ არის მმართველი პარტიისთვის. ოპონენტის ეს სვლა, სახელისუფლებო გუნდისთვის პოლიტიკურ დღის წესრიგში დარჩენის მცდელობაა. "ქართული ოცნება" მათი კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რამდენ კანდიდატს შორის მოუწევთ რუსთაველებს არჩევანის გაკეთება, ჯერჯერობით უცნობია. პარტია "მოქალაქეები" ფიქრის რეჟიმში არიან და ზუსტად არ იციან, თუ ვის დაუპირისპირებენ ჯაფარიძე. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს, ისინი რუსთავის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა არც კონკრეტულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს გირჩი საკუთარ მხადამჭერებს.

საკუთარი კანდიდატის უპირატესობების გარდა, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ რუსთაველი ამომრჩეველი არჩევანს იმ ნიშნითაც გააკეთებს, თუ რა გახდა ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო მანდატის გაუქმების მიზეზი. საპარლამენტო უმრავლესობა, აქცენტს "ფულის გათეთრების" საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აკეთებს.

სამ ოპოზიციონერ დეპუტატს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო უფლებამოსილება გუშინ შეუწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე კი, ბადრი ჯაფარიძე პარტია "ლელომ" რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარად დაასახელა.

დღის ამბები