"ნაციონალური მოძრაობას" რუსთავში შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება, პარტია მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.
როგორც "ლელოში" გამართული შეხვედრის შემდეგ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის მანდატი უსამართლოდ გაუუქმა.
"ბადრი ჯაფარიძე სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი, არ გვქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნების ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან.
რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, მოგახსენებთ, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. "ნაციონალური მოძრაობა" არ დააყენებს თავის კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბატონ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა; ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა და ვიზიარებთ, ვიაზრებთ იმას, რომ იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება; მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ლელო" რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძეის ბადრი ჯაფარიძის მჟორიტარობის კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანების მიზნით ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს.