16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს, ის ყოველთვის წაგებისთვის არის განწირული - რატი იონათმიშვილი ბადრი ჯაფარიძეზე

ბადრი ჯაფარიძე 2 აპრილს შუალედურ არჩევნებში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარად იყაროს კენჭი და მას მხარს "ნაციონალური მოძრაობა" დაუჭერს, ასეთ პირობებში შეძლებს თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატი გამარჯვებას? - ამაზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს, წაგებისთვის არის განწირული:

"ერთი ვიცით, რომ ვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს, ის ყოველთვის წაგებისთვის არის ხოლმე განწირული. წაგება მათი სავიზიტო ბარათია. გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც გავიგეთ რომ ბადრი ჯაფარიძე იქნებოდა ჩართული რუსთავისა და გარდაბნის სამაჟორიტარო არჩევნებში, ჩემთვის ეს კიდევ უფრო მომგებიანი საკითხი იყო. ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელიც ძირფესვიანად იცნობს რუსთავის საჭიროებებს, მეორე მხარეს კი არის ადამიანო, რომელიც მემგონი რუსთავში საერთოდ არ არის ნამყოფი და რომელიც უკვე კანონით არის მხილებული თაღლითობაში. სწორედ ამიტომ, ასეთი ოპონენტის ყოლა ძალიან მომგებიანია.

განაჩენი ბადრი ჯაფარიძეზე დამდგარია, სადაც კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლები არის მითითებული, რაც მარტივ ენაზე რომ ვთქვათ - თაღლითობაა. შუალედური არჩევნების შედეგი კიდევ უფრო მძიმე იქნება ოპოზიციისთვის,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

 

დღის ამბები