16 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ჩვენ ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ, საარჩევნო ადმინისტრაციას 50% ენდობა - როგორ აფასებს ცესკოს თავმჯდომარე NDI-ის კვლევას

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში, NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს საქმიანობის დადებითი შეფასება 22%-ია, უარყოფითი კი, 35%.

ამავე ორგანიზაციის შეფასების თანახმად, ცესკოს საქმიანობის ნეგატიური შეფასება ბოლო 6 წელში გასამმაგდა, როგორ აპირებენ საარჩევნო ადმინისტრაცია მოსახლეობაში ნდობის გაზრდას?:

"ჩვენ ღია და გამჭვირვალე ორგანიზაცია ვართ. თუ ჩვენ ამ კვლევის დეტალებს ჩავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ არათუ გასამმაგდა, არამედ თუ დავაჯამებთ ვნახავთ, რომ 50% საარჩევნო ადმინისტრაციას ენდობა, ვფიქრობ რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით კი, პოლარიზაციის პირობებში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეფასება ბოლო 6 წლიან ციკლში, ვერ იქნება ზუსტი საზომი საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობასთან მიმართებაში. აპელირება ხდება ამ კვლევაში მხოლოდ ნეგატიურ კომპონენტზე. ეს ჩვენთვის გაუგებარია,"- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა

დღის ამბები