"მინისტრის საათის" ფორმატში დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს უწყების წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ მათი მწვავე შეკითხვები ინფლაციას, ქვეყნის ვალს და საინვესტიციო გარემოს შეეხება.
ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, პანდემიის პირობებში ფინანსთა სამინისტრო ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.
"საერთაშორისო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანამ 14%-იანი ვარდნა განიცადა. ამის მიზეზი არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის არარსებობაა, რაც სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანას არ გაეკარონ. ამ ფონზე მოვა მინისტრი პარლამენტში და ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.