16 ნოემბერი 2024,   08:05
ვრცლად
სასესხო ხელშეკრულება და სოციალურ შემწეობა - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელიც მმართველ გუნდს ფინანსთა მინისტრთან ექნება 

ფინანსთა მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. მმართველი გუნდის კითხვები სასესხო ხელშეკრულებებსა და სოციალურ შემწეობებს შეეხება.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე მასზე დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულა და ქვეყანა სავალალო შედეგებს გადაარჩინა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრთან ექნება სესხებთან და ინფლაციასთან დაკავშრებით

"ინფლაციასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. სესხებთან დაკავშირებით იქნება მთავარი შეკითხვები, რასაკვირველია არის თემები, რომლებიც ოპოზიციას მომზადებული აქვს და ამაზეც ველოდებით, რომ კომპეტენტური პასუხი ექნება  ფინანსთა მინისტრს," - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს კი, კითხვები ადამიანის უფლებების მიმართულებით, კერძოდ სოციალური შემწეობის კუთხით ექნება. 

"ჩემი მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი კითხვები დასმული, რაც ეხება ადამიანის უფლებების მიმართულებით სოციალური შემწეობის კუთხით, როგორი იქნება გეგმები და ხომ არ არის რისკები, რომ უარყოფითი გავლენა იქონიოს პანდემიისგან გამოწვეულმა ცუდმა შედეგებმა," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

დღის ამბები