20 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
"დამეხმარეთ ჩემს შვილთან რომ ვიყო, გეხვეწებით" - ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

"დამეხმარეთ ჩემს შვილთან რომ ვიყო, გეხვეწებით" - ამის შესახებ დღეს, ჩვილის გაგუდვაში და შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩაგდებაში დადანაშაულებულმა დედამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა - პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულ დიანა კაზმაფეროვას ჰკითხა, თუ ეთანხმებოდა ბრალს.

დაკავებულ ქალს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

ფოთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკვე ცნობილია, პროცესი რამდენიმე წუთის წინ წინ დასრულდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. ქალს პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, ბრალდებული დედა ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. 

"განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნა არ დევს საქმეში. რაც შეეხება, თანამშრომლობას, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაზე აქვს წარდგენილი, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები სხვანაირადაა. ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს.

დღის ამბები