16 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"მოსახლეობისთვის რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი" - როგორ აფასებს უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის შანსებს შუალედურ არჩევნებში

მმართველ პარტიაში, ბადრი ჯაფარიძის მისამართით მთავარი კითხვა იმასთან დაკავშირებით არის, რამდენად შესწევს "ლელოს" ლიდერს ძალა, უპასუხოს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც რუსთაველ მოქალაქეებს აქვთ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოს თქმით, როდესაც პარტია გამარჯვებას მხოლოდ ტრიბუნისთვის იყენებს, ამას ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობს. 

"მოსახლეობისათვის რაღაც უნდა გაგაჩნდეს. სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი, შესაძლებლობა და ა.შ. და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების შესაძლებლობა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი, ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ და ანსხვავებენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არა გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველი გრძნობს ამას, ამ ადამიანს ის ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად მხარში დგომა სჭირდება," - აცხადებს დავით სერგეენკო. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ჯაფარიძის არჩევნებში გამარჯვების შანსები მას შემდეგ შემცირდა, რაც ენმ-ის მხარდაჭერა მიიღო. 

"ბადრი ჯაფარიძის არჩევნებში გამარჯვების შანსები მკვეთრად შემცირდა მაშინ, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "ლელოს" ყველა წევრი ნამდვილად არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე.

გამომდინარე აქედან, ძალიან დაბნეულია ოპოზიციური სპექტრის ამომრჩეველი და ბუნებრივია, რომ ასეთი სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა მისწრაფებების პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები ერთი და იგივე კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერენ,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

შუალედური არჩევნები 2 აპრილს არის დანიშნული. 

დღის ამბები