16 ნოემბერი 2024,   08:03
ვრცლად
აფინანსებდა თუ ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას დავით კეზერაშვილი - ენმ-ში ფაქტს უარყოფენ

აფინანსებდა თუ არა"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი - შეკითხვა აქტუალური თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook სტატუსის შემდეგ გახდა.

"მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა. უბრალოდ პირობას უყენებდა მელიას, ბოკერია მოტეხე თავისი პროექტიდან თორემ ფულს არ მოგცემო," - წერს ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციაში აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძემ მსგავს დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა.

"ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების წყაროები არის გამჭვირვალე და გამოქვეყნებული აქვს აუდიტის სამსახურს. რატომ აკეთებს ეს ადამიანი[თამარ ჩერგოლეიშვილი] მსგავს განცხადებას და რა მიზანი აქვს, ვერ ვხვდები, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი დაფინანსება "ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად არ გვქონია, მათ, ვინც მერობის კანდიდატები ვიყავით, იმ ადამიანისგან, ვისზეც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი წერს.

გიგა ბოკერია დიდი ხანია ჩვენი პარტიის წევრი არ არის, საიდან უნდა ჩავხსნათ ვერ ვხვდები?!" - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები