ფინანსთა მინისტრი პარლამენტშია. მოსმენის პირველი ნაწილი დასრულებულია, დეპუტატებმა დარბაზში კითხვები დასვეს. ლარის კურსი, მომატებული ფასები, დასაქმება, ინვესტიციები, საგარეო ვალი, სოციალური პროექტები, ეკონომიკის გაძლიერების ხაზი, ეს იყო მთავარი თემები. კანონმდებლებმა ლაშა ხუციშვილის წლიური ანგარიშიც მოისმინეს.
მინისტრმა შესავალ სიტყვაში 2022 წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და გადასახადების შესრულების მაჩვენებელზე ისაუბრა.
მინისტრის გამოსვლას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, მინისტრის ანგარიშში მხოლოდ ხელისუფლების ქება-დიდება იყო.
ოპოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული იყო მმართველი პარტიის შეფასება, როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, მინისტრის პრეზენტაცია სავსე იყო ფაქტებით და რიცხვებით და მან ლაშა ხუციშვილს სრულფასოვანი ანგარიშისთვის მადლობაც გადაუხადა.