”ლელოს” ოფისი მეორე დღეა პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი ადგილია. ”ნაციონალური მოძრაობის” და ”სტრატეგია აღმაშენებლის” გარდა, ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში პარტია ”დროას” მხარდაჭერაც აქვს. ოპოზიცია ამ ნაბიჯით ცდილობს ”ლელოს” ლიდერს საპარლამენტო მანდატი კიდევ ერთხელ მოაპოვებინოს.
”ლელოს” ლიდერს რუსთავში კონკურენტი არ ეყოლება ”სტრატეგია აღმაშენებელიდან". პარტიის რესურსს გიორგი ვაშაძე ბადრი ჯაფარიძის სასარგებლოდ გამოიყენებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს მხარდაჭერა, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანს არ ნიშნავს.
ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციებისთვის კარს ღიას ტოვებს ”ლელო”. ბადრი ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ მხარდამჭერი პარტიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
რა გახდა ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, არის თუ არა გადაწვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიღებული და რა მიზანი აქვს ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებას - ამ საკითხებზე დღეს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ყურადღება "ნაციონალური მოძრაობისა და "ლელოს" ალიანსზე გაამახვილა.
ოპოზიციურ ერთობაში ჩართვის სურვილი არ აქვს 2 ოპოზიციურ პარტიას. ბადრი ჯაფარიძეს ”მოქალაქეები” და გიორგი გახარიას გუნდის წევრები მხარს არ უჭერენ. "გირჩები" კი საკუთარ მხარდამჭერებს არჩევანის თავისუფლებას აძლევენ.