16 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით - ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შშმ პირთა დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. ასევე აღნიშნულია, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი პროგრამა  მოქმედებს: 

"გვინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება, სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. აღნიშნული პირები, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ. 

აღსანიშნავია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს არაერთი პროგრამა, სადაც უპირატესი უფლებით სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სერვისები:
•  მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება; 
•  დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება;
•  შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა; 
•  შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები