პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა შეჯამება გააკეთა მედიასთანაც. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში 2021 წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მისივე შეფასებით, ინფლაციის პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც არის, რომლის შემცირებაც რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი.
ხუციშვილმა ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მმართველი გუნდის შეფასებით კი ანგარიში ამომწურავი და მრავალფეროვანი იყო. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ლაშა ხუციშვილმა დეპუტატების კითხვებს არგუმენტირებული პასუხი გასცა.