16 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
პარლამენტში, ფინანსთა მინისტრის ანგარიშს წარდგენას ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა - რაზე ვერ მიიღეს პასუხი ოპონენტებმა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ლაშა ხუციშვილის ანგარიშის წარდგენას ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა ვერც ერთ კრიტიკულ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა და მათ ვერ მოისმინეს მინისტრის მხრიდან სამომავლო გეგმები, რომელიც ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"განხილვამ ნათლად აჩვენა, რომ იფლანგება ქვეყანაში მილიარდები და ეს ფული მიდის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესებთან და ასევე ფული იხარჯება როგორც ბიუროკრატიული მიმართულებით, ასევე პარტიული ინტერესებით," - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ეკონომიკურად და სოციალურად, ვერ დაინახა. 

"როგორ უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, ამას ხელს რა უწყობს. საუბრობს, რომ პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება უცხოელი ინვესტორის ქვეყანაში შემოსვლას, მაგრამ იმაზე არაფერს საუბრობს, რომ ეს პოლიტიკური სტაბილურობა არ არსებობს," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

დღის ამბები