16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად, უმრავლესობის წევრები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ  

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დასაფუძნებლად მმართველი პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც მმართველი გუნდი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დეტალები შეათანხმეს.

"ვაგრძელებთ რეგიონებში საორგანიზაციო შეხვედრებს, რომლის მიზანია, დავაფუძნოთ ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას ექნება კონკრეტული მიზნები. მიზნები არის ჩვენი პარტიის წევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა რეგიონის და ქალაქის წარმომადგენელ ქალ წევრებს შორის. ასევე, ვიზრუნებთ საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში, მომდევნო დღეებში 18-20 თებერვალს კი დაგეგმილია რაჭაში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში.

 

 

დღის ამბები