ხმაური კასპის საკრებულოში - ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
18-02-2022 14:10
ხმაურია კასპის საკრებულოში - სხდომა, რომელზეც მუნიციპალური ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და სხდომის ჩაშლა სცადეს, ამან კი დაპირისპირება გამოიწვია.
შენობა ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა დაატოვებინეს - მათ საკრებულოს შესასვლელ კარს სიმბოლურად ბოქლომიც დაადეს.