16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი მიუნხენში - უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე ორ საათზე ნაკლები რჩება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე ორ საათზე ნაკლები რჩება.

საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით გერმანიაშია. ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.

კონფერენციაზე საუბარი შეეხება სამხრეთ კავკასიის სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. მიუნხენში საქართველო კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე არჩევანს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ, ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის შედეგები, რომელიც 2008 წლის ომს მოჰყვა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები ყველასთვის საინტერესოა. დისკუსიებში ჩვენ ჩვენს ინიციატივებს გავაჟღერებთ. დაგეგმილია შეხვედრები ბიზნეს წრეებთანაც, რადგან პანდემიის შემდეგ პირობებში, ეკონომიკური გაჯანსაღება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია,"- აცხადებს დავით ზალკალიანი. 

კონფერენცია 2 მნიშვნელოვან ფონზე ტარდება, ვითარება რეგიონში, კონკრეტულად კი რუსეთის აგრესიული ქმედებები და მეორე პანდემია, რის გამოც, ქვეყნების დელეგაციები რაოდენობა მინიმუმამდეა ლიმიტირებული. 

 

დღის ამბები