16 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
ირაკლი კობახიძე "ოცნების" სხვა ლიდერებთან ქუთაისში პარტიის ქალ წევრებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც პარტიის ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციის წევრ ქალებს შეხვდნენ და დამფუძნებელი ყრილობის დეტალები შეათანხმეს. დღესვე იგეგმება შეხვედრა ოზურგეთში.

 "ჩვენ იმერეთის წარმომადგენელ ქალ წევრებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გვესახება ქალთა ორგანიზაციის მუშაობა, გავაცანით საორგანიზაციო საკითხები, გეგმები, ამ ორგანიზაციის მიზნები და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
 
 
დღის ამბები