მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცსაც შეხვდა.
მოლაპარაკების დროს ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, აღნიშნული მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.