16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
წყნარად დგახართ მათ გვერდით, ვინც პასუხისმგებელია სოფლების განადგურებაზე? - ირლანდიის პარლამენტის სენატორმა რუს დეპუტატს საქართველოში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე განმარტება მოსთხოვა

ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე რუსულ აგრესიაზე იმსჯელეს. ირლანდიელმა სენატორებმა საქართველოს საკითხზეც ისაუბრეს და მხარდაჭერა გამოხატეს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების მიუღებლობა. ამ კონტექსტში, მათ კითხვები ჰქონდათ რუს დიპლომატთან.

"ბატონო ელჩო, თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთის ჯარები უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან მხოლოდ ოფიციალური მოწვევის საფუძველზე. მინდა გითხრათ, რომ ქართველ ხალხს არასოდეს უთხოვიათ თავის ქვეყნის დაპყრობა. ასე რომ, ჩემი მეორე შეკითხვა შემდეგია: როდის გამოიყვანს რუსეთი ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან?" - იკითხა ირლანდიის პარლამენტის სენატორი, დიამუდ უილსონი.  

სხდომაზე განცხადება გააკეთა ირლანდიის პარლამენტის სენატორმა, ჯერარს ქრაუველმა. სენატორი იმ ვითარებაზე ისაუბრა, რაც ახლა საქართველოს იმ ტერიტორიებზეა, რომელიც რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი.

აქვე, სენატორი შედარებას აკეთებს, რა ვითარება იყო ამ ტერიტორიებზე ოკუპაციამდე. 

"ჩვენ ამ კომიტეტის ფარგლებში, ვნახეთ ფოტოები საქართველოს იმ ტერიტორიების, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი, აგრეთვე ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ტერიტორიები ოკუპაციამდე. იქ იყო სოფლები, იყო ფერმები, შენობები, ის ხალხით იყო დასახლებული. ახლა როგორც ჩანს, ყველა შენობა განადგურებულია. გთხოვთ, ამიხსენით, ეს ფაქტი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს საზღვრებზე მუდმივად მიმდინარეობს ზონდირება, საზღვრების იძულებით მოხაზვა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ფერმერები თავიანთ ბაღებს, სახნავ-სათეს მიწებს დააშორეს. ხოლო თუ ისინი საკუთარ მიწაზე დაბრუნებას შეეცდებიან, მათ დაუყოვნებლივ აპატიმრებენ საოკუპაციო საზღვრის კვეთისას. თქვენ აცხადებთ, რომ იქ სამშვიდობო როლი გაკისრიათ, ანუ თქვენ წყნარად დგახართ იმათ გვერდზე, ვინც პასუხისმგებელია შენობების დანგრევაზე და სოფლების განადგურებაზე? თუ ამას სხვები სჩადიან მაშინ ვინ არიან ისინი? ჩვენი ინფორმაციით, ამას რუსეთი სჩადის ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით," - აცხადებს ჯერარს ქრაუველი.

დღის ამბები