ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ლიდერები, ახლა ზუგდიდში იმყოფებიან, მანამდე კი ბათუმში ჩავიდნენ და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან დამფუძნებელი ყრილობის დეტალები შეათანხმეს.
"მიზანია, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა ჩვენი პარტიის ქალ წევრებს ამ რეგიონში და მათგანაც მოვისმინეთ იდეები, მოსაზრებები და დარწმუნებულები ვართ, რომ აჭარაშიც ქალთა ორგანიზაცია იქნება ძალიან აქტიური უახლოეს მომავალში,“ - აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ისინი ძალიან აქტიურები, ღირსეულები და ჩვენი პარტიის მნიშვნელოვანი ძალაა. პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მივცემთ ქალებს, რომ პოლიტიკურად იყვნენ აქტიურები და რაც მთავარია, მათ გავაძლიერებთ სხვადასხვა პროფესიული განათლების კუთხით," - აცხადებს ნინო წილოსანი.
მსგავსი შეხვედრა გუშინ ქუთაისსა და გურიაშიც შედგა.