16 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Siemens Energy AG-ის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა. 

საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, Siemens Energy AG-ი დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს. 

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი Siemens Energy-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, Siemens Energy-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნოს წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს. 

Siemens Energy-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები