16 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადელ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთიდან მომავალი საფრთხეები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ჯუანშერ ბურჭულაძე კანადელ კოლეგას შეხვდა და განსაკუთრებული პარტნიორობისთვისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ამ კუთხით, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა.

"მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, მე დღეს გავმართე შეხვედრა ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩემს კანადელ კოლეგასთან. კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღგვითქვა დახმარება.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ მატერიალურ და ინსტიტუციურ დახმარებაზე, რასაც კანადა უკვე უწევს საქართველოს და კანადის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს დახმარება," - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

 

 

 

 

დღის ამბები