16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
გვინდა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქალთა უფლებების დაცვას და ინტერესების რეალიზებას, ეს იქნება მთავარი ამოცანა - ირაკლი კობახიძე ქალთა ორგანიზაციაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ზუგდიდში, პარტიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა, ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. დაახლებით ერთ თვეში ჩატარდება დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია და ამის შემდეგ უკვე ჩატარდება რეგიონული კონფერენციები. ამის შემდეგ უკვე აქტიურ ქმედებებზე გადავა ეს ორგანიზაცია. გვინდა, რომ იყოს ძალიან აქტიური იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას და ა.შ. გარდა ამისა, გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვას, ქალთა ინტერესების რეალიზებას. ეს იქნება ამ ორგანიზაციის მთავარი ამოცანა," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები