უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ის მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა, რათა შეხვედრაზე უკრაინის ხმა გაჟღერებულიყო. ამის შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ CNN-ს გერმანიაში განუცხადა.
"მე ვარ პრეზიდენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორისა და მეგობრისთვის, რომ არ მოხდეს შეთანხმება ჩვენს ზურგს უკან. ჩვენ არ ვართ პანიკაში, ჩვენ ძალიან თანმიმდევრულები ვართ, რომ არ ვუპასუხოთ რაიმე პროვოკაციას," - თქვა ზელენსიმ.
მანამდე, ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონფერენციის წევრები შესაძლო ფართომასშტაბიანი ომის შესახებ გააფრთხილა - "მოისმენს ჩემს ხმას მსოფლიო 2022 წელს?" - იკითხა მან.