26 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
რას მოუწოდებს ზელენსკი NATO-ს - უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის მიმართ მკაცრი, ხოლო დასავლეთისადმი მომთხოვნი სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სურს მშვიდობა, მშვიდობა სურს ევროპასაც. 

ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს მიუნხენი აპლოდისმენტებით დახვდა. ზელენსკიმ ეს არა მისი, არამედ უკრაინისა და უკრაინელი ჯარისკაცების საპატივცემულოდ მიიღო. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი მკაცრი და მომთხოვნი იყო. მკაცრი - რუსეთის, მომთხოვნი - კი დასავლეთის მიმართ, ვისაც უთხრა, რომ ღია კარი კარგია, თუმცა უკრაინა ახლა ღია პასუხებს ელის.

ევროპელი ლიდერების გზავნილებში დღეს პირველად გაისმა მუქარის ტონი, რომ თუ რუსეთი აგრესიულ ქმედებებზე გადავა, რეაგირება უმკაცრესი იქნება და ეს კრემლისთვის დამანგრეველი აღმოჩნება.

წლევანდელი უსაფრთხოების კონფერენცია სხვებს რომ არ ჰგავს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმაც აღნიშნა. ამერიკა 2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში, ვაშინგტონის ჩართულობით დაწესებულ დღის წესრიგს ბოლომდე დაიცავს. მისი მთავარი პრინციპი კი, ჰარისის თქმით, თავისუფალი ერების უფლებაა თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები და თუ რუსეთი ამას ხელს შეუშლის, უმძიმესი სანქციების სამიზნე გახდება.

დღეს უსმენდნენ ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებსაც, რომლებიც მკაფიოდ უსვამდნენ ხაზს, რომ ევროპის ერთიანობა ეჭვქვეშ არავინ უნდა დააყენოს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, უკრაინა მიუნხენში მთავრი თემაა, თუმცა უკრაინის საკითხმა ქართულ კონტექსტშიც არა ერთხელ გაიჟღერა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უკვე ორი დღეა უკრაინის საკითხზე მსჯელობით იწყება და მთავრდება. თუმცა, საუბრებზე მეტად კიევში ახლა დასავლეთის ქმედებები აინტერესებთ, ნაბიჯები, რომელმაც რუსეთს აგრესიაზე უარი უნდა ათქმევინოს. 

დღის ამბები