თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გლობალური გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებენ.
მუსტაფა შენთოფი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ხვალ ჩამოდის. შეხვედრებია დაგეგმილი, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.
"გაიმართება შეხვედრები პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ყურადღება დაეთმობა 2 ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობებს და განვითარების პერსპექტივებს, ასევე დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს. აუცილებლად განხილული იქნება მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ასევე რეგიონი, გამოწვევები და მიმდინარე პროცესები," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.