16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მინდა პუტინმა იცოდეს, რომ აშშ დგას მოკავშირეებთან ერთად, გავგზავნეთ დამატებითი ძალები აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად - ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთს რუსეთს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ აშშ მოკავშირეების გვერდით დგას და გააგზავნა დამატებით ძალებს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.

"უკვე თვეებია, რაც რუსეთი უკრაინის საზღვართან და ბელარუსში სამხედრო ძალებს აგროვებს. ახლა ისინი მზად არიან დარტყმისთვის, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში მოხდეს. მინდა ყველამ იცოდეთ და განსაკუთრებით ბატონმა პუტინმა რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ჩვენ ვიღებთ ჩვენს ვალდებულებებს ნატოს წინაშე. ჩვენი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ არის მტკიცე. გავაგზავნეთ აშშ-ის დამატებითი ძალები აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ნებისმიერი გამოწვევის დასაძლევად მზად ვართ," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის პოზიციებს უკვე 136 ჯერ დაარტყეს. დაღუპულია 2 უკრაინელი სამხედრო. მხოლოდ დღეს 8 ჯერ დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროკავშირი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევას გეგმავს.

დღის ამბები