16 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
"თუ პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, დასავლეთის ერთიანობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე" - ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთისგან ძლიერ პასუხს მიიღებს.

"წარსულში რუსეთისგან წამოსული საფრთხე სერიოზულად რომ მიეღოთ მხედველობაში, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა არც ყირიმი და არც დონბასი, რადგან პირველი ზარის ხმა საქართველოში და ფაქტიურად, ამ შემთხვევიდან გაკვეთილი მიღებული იყო. სწორედ ამიტომ მოხდა ის რაც ვნახეთ შემდეგ ყირიმში. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი რეაქცია არ იყო საკმარისად ძლიერი, რათა თავიდან აგვეცილებინა ის, რაც ახლა ხდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ვფიქრობ, რომ პუტინის გასაკვირად, დასავლეთის ერთიანობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ეს კი რუსეთის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია," - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

დღის ამბები