16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"რუსეთი ევროპაში, 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს" - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონის თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს "ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ".

მისი თქმით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით.

"მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ გეგმავს ყველაზე დიდ ომს ევროპაში. ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა, გარკვეული თვალსაზრისით, უკვე დაწყებულია. დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით. გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს დადებს. ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს," - აცხადებს ჯონსონი.

დღის ამბები