16 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
თუ იქნება სამხედრო აგრესია, ჩვენ მასშტაბურ სანქციებს დავუწესებთ და რუსეთი მწვავე საფასურს გადაიხდის - შარლ მიშელი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრემლის ქმედებები პარადოქსულია და მას იმედი ჰქონდა, რომ დაასუსტებდნენ ევროპელების კავშირს, თუმცა ფაქტია, რომ საპირისპირო მიიღეს. 

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის დემოკრატიას.

"ჩვენ ევროპელები ერთიანი ვართ. ერთიანები ვართ ევროკავშირში, ტრანსატლანტიკურ კავშირში და ჩვენ მოკავშირეებთან, მაგალითად იაპონიასთან. კრემლის ქმედებები პარადოქსულია. მას იმედი ჰქონდა, რომ დაინახავდნენ დაყოფას, დაასუსტებდნენ ჩვენს კავშირს, დაგვყოფდნენ. ფაქტია, რომ მათ საპირისპირო მიიღეს.

დიდ კითხვად რჩება სურს თუ არა კრემლს დიალოგი? ორი დღის წინ იმედის მცირე ნაწილი იყო, მაგრამ ამ ქმედებებმა მიიღო განგრძობადი სამხედრო გაძლიერების ფორმა, დონბასში სერიოზული ინციდენტით. ერთი რამ ნათელია. თუ იქნება სამხედრო აგრესია, ჩვენ მასშტაბურ სანქციებს დავუწესებთ და რუსეთი მწვავე საფასურს გადაიხდის. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩვენზეც აისახება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის დემოკრატიას. უკრაინელმა ხალხმა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რეფორმები აირჩია. ეს შესანიშნავი ღირებულებაა. მსურს გავიმეორო, რომ NATO არის ევროპის თავდაცვის საყრდენი, რუსეთის დაყოფის მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს ალიანსის ერთიანობას," - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები