16 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა უფლებების უკეთ დაცვას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები დასრულდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან ერთად ბოლო შეხვედრა ამბროლაურში გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მცხოვრები ქალები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. ქვეყნის მასშტაბით სულ ქალთა 11 ორგანიზაცია ჩამოყალიბდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი პარტიისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ წინსვლას. მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას ჩვენს საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას, შესაბამისად ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება წარმატებული ინიციატივა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები