16 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს - ირაკლი კობახიძე ოკუპანტების გააქტიურებაზე

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში რუსი სამხედროების გააქტიურებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული

"ეს პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ხშირად ეს, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ხელისუფლება გააგრძელებს თავის ძალისხმევას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები