16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს, რუსეთი არის ევროპაში უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც საერთოდ სიტყვა"ომის" წარმოთქმა სურს - პესკოვი

"რუსეთი არასდროს არავის ესხმის თავს პირველი" ამის შესახებ ტელეკომპანია "როსია 1-ის" ეთერში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს ყველაზე ნაკლებად სურს ევროპის ქვეყნებს შორის სიტყვა "ომის" წარმოთქმაც კი.

"შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არასდროს არავის დასხმია თავს. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სიტყვა „ომის“ წარმოთქმა სურს," – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

დღის ამბები