დიზაინერი და "მისტერ ვალენტინის" ერთ-ერთი ორგანიზატორი სცემეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მასხულია ავრცელებს. მისი თქმით, ერთ-ერთ კლუბთან მას 3 ადამიანი დაესხა თავს.
ნაცემი დიზაინერი დაზიანებებით "ჰელსიკორის" კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.
გიორგი მასხულია ძალადობას POSTV-ის ჟურნალისტ ლევან კვარაცხელიასთან(რობერტო მავანი) აკავშირებს. თავის მხრივ "რობერტო მავანი" ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.