16 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა"- ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სანქციების დაწესებამდე რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი უნდა მიეცეს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს მძიმე სანქციების თავიდან ასარიდებლად მოუწოდებს დიპლომატიის გზა აირჩიოს.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ ამოქმედდება. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს და რომელიც რუსეთს ესაჭიროება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის.

სანქციებზე გადასვლა იმდენად დიდი და შედეგიანია, რომ ვიცით, ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა," - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დღის ამბები