დეესკალაციის მიღწევის მიზნით, ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ელისეის სასახლის ცნობით, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ, რათა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდეს უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გამართვა, რომლის მიზანიც შეხების ხაზთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება იქნება.