16 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
"ჩვენ შორის დარჩეს და მიშა სააკაშვილი უნდა გადადგესო" - კონდოლიზა რაისი 2008 წლის ომს და ლავროვის პირობებს იხსენებს

ამერიკელი ექსპერტები და ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. მეთიუ ბრაიზამ და კონდოლიზა რაისმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა, 2008 წლის აგვისტოს ომს დაუკავშირეს და პარალელები გაავლეს.

ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთმა საქართველოს პროვოკაცია მოუწყო. ამერიკელი ექსპერტების თქმით, უკრაინაშიც მოვლენები იმავე სცენარით ვითარდება.

"მახსოვს ვუთხარი სააკაშვილს: რუსები შენს პროვოცირებას შეეცდებიან. არ აჰყვე. რუსებმა მოუწყვეს პროვოკაცია და ომი დაიწყო. როცა ეს ხდება, ჩვენ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვვარდებით. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მზად ეომოს რუსებს საქართველოს გამო," - განაცხადა მეთიუ ბრაიაზამ.

"მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი - რუსები თქვენს პროვოცირებას შეეცდებიან, ნუ მისცემთ ამის შესაძლებლობას. და მართლაც, რუსებმა მათი პროვოცირება მოახდინეს. შემდეგ კი ომი დაიწყო. მას შემდეგ, რაც შეჭრა მოხდა, მიგვაჩნია, რომ რუსები შესაძლოა თბილისზეც ფიქრობდნენ. მე მოგიყვებით პატარა ამბავს იმ დროიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დამირეკა და მითხრა, რომ ომის დასრულებას სამი პირობა აქვს - პირველი პირობა იყო ქართველების ყაზარმებში დაბრუნება. ეს შესრულდა. მეორე იყო ის, რომ მათ უნდა გაეცათ პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. არც ეს იყო პრობლემა. შემდეგ კი მან მითხრა - მხოლოდ ჩვენ შორის რომ დარჩეს, მესამე პირობაა, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადადგეს. მე მას ვუპასუხე - სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ვერ ისაუბრებენ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის შესახებ, და მე ყველას ვეტყვი, რომ ეს ერთ-ერთი თქვენი პირობაა, და ასეც მოვიქეცი. მას შემდეგ მას ჩემდამი დამოკიდებულება შეეცვალა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ჩვენ ეს გავამჟღავნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებების შესაზღუდად," - განაცხადა კონდოლიზა რაისმა. 

დღის ამბები